საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

„პირველი ავტოგრაფი“ საზეიმოდ დაიხურა

27.ნოემბერი.2022

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალის - „პირველი ავტოგრაფის“ საზეიმო დახურვა-დაჯილდოებას დაესწრო.

 ფესტივალის გამარჯვებულს - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის თეატრალურ დასს სპექტაკლისათვის - "აჭარელი მოხუცები" "პირველი ავტოგრაფის" მთავარი პრიზი გადაეცა. ამდენად, გარდამავალმა დროშამ, მომავალ ფესტივალამდე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან ხიხაძირში გადაინაცვლა.

 ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“ (დირექტორი მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი). "პირველი ფოტოგრაფის" მხარდამჭერები აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია არიან.

სურათები