საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

მორიგი ექსკურსია  აჭარის უმაღლეს საბჭოში

21.ოქტომბერი.2022

  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარის  მოადგილე  ტიტე  აროშიძე  აჭარის  ახალგაზრდული  რეგიონული  ცენტრის  წარმომადგენლებს შეხვდა. 

  ვიცე-სპიკერი  ახალგაზარდებს  ესაუბრა   საკანონმდებლო  ორგანოს  საქმიანობაზე,  მის  ფუნქციებზე  და   მნიშვნელობაზე. გააცნო  უმაღლესი  საბჭოს  სტრუქტურა,  ახლად  ამოქმედებული  პორტალი „chaerte.sca.ge.“  უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს. 

  ვიზიტორებმა ინტერესი  გამოიჩინეს  პეტიციის  შედგენის, მიწოდების  და  შემდგომი  ამოქმედების  წესთან  დაკავშირებით,  რაზეც  მიიღეს  ამომწურავი  ინფორმაცია.

  ახალგაზრდებმა, რომელთა  შორისაც,    გაცვლითი  პროგრამით,  აჭარაში  მყოფი  პოლონელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქალაქ ვროცლავიდან,  დაათვალიერეს  უმაღლესი  საბჭოს  შენობა,    ახლადამოქმედებული  მოქალაქეთა  ჩართულობის  ცენტრი  და  გაეცნენ  მის  საქმიანობას.

 

სურათები