საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

მარინე გვიანიძე და ფატი ხალვაში აგროფორუმში - „ქალები რეგიონისთვის“ მონაწილეობდნენ

04.ივლისი.2022

 აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე ბათუმში გამართულ აგროფორუმში - „ქალები რეგიონისთვის“ მონაწილეობდნენ.

 „მსგავსი ფორუმების ორგანიზებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს აგროსფეროთი დაინტერესებული ქალებისთვის, რომელთა რიცხვი აჭარაში თანდათან იზრდება. აშკარაა, რომ ისინი ტოლს არ უდებენ მამაკაცებს ტრადიციული თუ არატრადიციული კულტურების წარმოება-რეალიზებაში, სამომხმარებლო ბაზრებზე მათი ნაწარმის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში. მათი მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ფატი ხალვაშმა.

 აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, სამრეწველო პალატისა და ამაგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აგროსფეროს სხვადასხვა დარგთან დაკავშირებული პრეზენტაციები გაიმართა.

 

 

სურათები