საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

81 ხმით (0 წინააღმდეგი), საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტები, რომლებიც დავით გაბაიძემ წარადგინა

23.ივნისი.2022

 81 ხმით (0 წინააღმდეგი), საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 აჭარის  უმაღლესი საბჭოს  საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარადგინა. 

  საკანონმდებლო პაკეტი  მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სურათები