საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძე ბათუმის სპორტული ცენტრში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ შოუპროგრამას დაესწრო

01.ივნისი.2022

  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გალაკონცერტით აღინიშნა ბათუმის სპორტული ცენტრში.

  ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე ესწრებოდა. ცენტრის მოციგურავეებმა, უკრაინელ სპორტსმენებთან ერთად,   საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული გასართობი შოუპროგრამა წარმოადგინეს.

  ყინულის მოედანზე შესრულებული საცეკვაო ნომრებისა და კომპოზიციების პარალელურად, ბავშვებს მათთვის საყვარელი ზღაპრის გმირებთან, ანიმატორებთან შეხვედრისა და სამახსოვრო სურათების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

     

 

სურათები