საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს

31.მაისი.2022

     

     ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა სსიპ აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  დასაქმების სააგენტოს  ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვას დაეთმო - თემურ კახიძემ კანონმდებლებთან  2021 წელს გაწეული  საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების  შესახებ ისაუბრა. 

   მომხსენებელმა სააგენტოს მიერ დასაქმების ხელშეწყობის მართვის, უზრუნველყოფის მიმართულებების, პრიორიტეტებისა და გამოწვევების პარალელურად, დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა სამუშაოს მაძიებლების,  დამსაქმებლების, ბიზნესის განვითარების, შშმ პირთა, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, ასევე გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა მიმართულებით განხორციელებული ტრენინგ-სემინარების, ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.

   თემურ კახიძის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად,  საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება პროფესიული რესურსი. მომხსენებელმა კანონმდებლებს მადლობა გადაუხადა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირებისთვის, რითაც სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, გრანტის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა.

    კითხვა-პასუხისას გამოიკვეთა  რამდენიმე საკითხი, რომელთა მოგვარებაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები სააგენტოს ხელმძღვანელს თანადგომას დაჰპირდნენ.

    თემურ კახიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.

      

 

 

   

 

სურათები