საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

10 ივნისს უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ

24.მაისი.2022

  აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.  საკითხი, ბიუროს რიგით მე-8 სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

  უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცედურები იწყება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განმარტებით, პაკეტი მოიცავს:
 კანონის პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და რეგლამენტის პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, უმაღლეს საბჭოში მესამე  პეტიცია შემოვიდა ელექტრონულად - „აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის თაობაზე“ . პეტიციის ავტორი ამჯერადაც შუახევის მკვიდრია, იზა ფუტკარაძე სოფელი დღვანის მცხოვრებია. სხდომაზე განისაზღვრა საკითხზე წამყვანი კომიტეტი.

  ცვლილებაა „მინისტრის საათის“ გრაფიკში -  უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ ფორმატში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს 2 ივნისის ნაცვლად, 10 ივნისს მოუსმენენ. ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი შესაბამის გადაწყვეტილებაში  შესატან ცვლილებას, რომელიც  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურათები