საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ლადო მგალობლიშვილმა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების ინიციატივა პარლამენტში მეორე მოსმენით წარადგინა

26.აპრილი.2022

  ლადო მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

სურათები