საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

33 წელი წაბლანას ტრაგედიიდან

19.აპრილი.2022

 წაბლანას ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ, სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ აჭარის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, გარდაცვლილთა ნათესავები და თანასოფლელები.

 „1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა და მათი ხსოვნისადმი პატივისგება თითოეული ჩვენგანის ვალია,“ - აღნიშნა მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს  საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ.

  შეკრებილებმა დაღუპულთა  მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

 

სურათები