საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში

09.აპრილი.2022

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და ჩოხოსანთა აჭარის სადროშოს წარმომადგენლებმა გმირთა ხეივანში, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.

33 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია და1991 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულებს პატივი მიაგეს ბათუმში სტუმრად მყოფმა პოლონეთის საელჩოს პირველმა მდივანმა - აგნეშკა გორალსკიმ და ელჩის მრჩეველმა რაფალ ვენგელმა.

9 აპრილის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

სურათები