საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ლადო მგალობლიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

28.მარტი.2022

  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ -  ლადო მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონის პროექტს - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

  ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ამით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. ხვალ კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

 

 

 

 

 

 

 

 

სურათები