საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ

24.მარტი.2022

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს - მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ.

 შეხვედრის ძირითადი თემა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული პრევენციული ღონისძიებები იყო. გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები და დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის გზები.

 მიხეილ სარჯველაძე, შეხვედრის შემდგომ, გაეცნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის საქმიანობას და დაათვალიერა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა.

სურათები