საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძემ სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-11 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

16.მარტი.2022

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-11 საერთაშორისო გამოფენა - “BATUMI BUILD 2022” დაათვალიერა.  

 გამოფენაზე წარმოდგენილია  ახალი ტექნოლოგიები, 60-მდე  უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი.

 კომპანია „GEONET ESPO-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენას ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობს.

სურათები