საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

10.თებერვალი.2022

 ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და კორონა ვირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინაციის  პროცესის  მიმდინარეობის  შესახებ  ინფორმაცია მოისმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც,  ილია ვერძაძე უძღვებოდა.

 აჭარის ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ბოლო დღეებში რეგიონში  კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, კოვიდის მართვაში ჩართულია ყველა სამედიცინო დაწესებულება. შემთხვევათა 7 %-ია სტაციონალური. 4% კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 89%  ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ იმართება.

 კანონმდებლების შეკითხვები ვაქცინაციის მიმდინარეობას, სამედიცინო პერსონალის  დროულ ჩართულობასა და კომუნიკაციის დაგვიანებას შეეხებოდა.

 ილია ვერძაძის  განცხადებით,  საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა და ვაქცინაციის ტემპის მატება. ვინაიდან  ვაქცინა იცავს ლეტალობისგან და ამცირებს  ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლას, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას.  

სურათები