საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ლადო მგალობლიშვილმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

08.თებერვალი.2022

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი, საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-კანონპროექტის თანახმად: აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშესაწყობად, გრანტის გაცემის უფლება მიეცემა.

  კანონპროექტის ავტორები  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე- დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე- ვლადიმერ მგალობლიშვილი არიან.

  ინიცირებულ კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და საკითხი მზადაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

სურათები