საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში

29.იანვარი.2022

 უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ღასან ხალილითან ერთად, სამუშაო შეხვედრას დაესრო.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა  რუტინულ იმუნიზაციასა და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალ დონეზე.

 2018 წლის მრავალინდიკატორულმა კლასტერულმა კვლევამ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი დონე გამოავლინა. კვლევის შედეგებს მოჰყვა ტყვიით მოშხამვის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდა პროგრამის ეფექტიანობის შეფასება და მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა 2022 წლისათვის.

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ამავე უწყებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურათები