საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შეხვედრა ეკონომიკის ექსპერტებთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

27.იანვარი.2022

 უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, მირიან ქათამაძესთან ერთად, "საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის" პროექტის ფარგლებში ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.

 შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

 შეხვედრას აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს და ხილის გადამამუშავებელი საწარმო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურათები