საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ახალი საბავშვო ბაღი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში

13.იანვარი.2022

 ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. სოფელ საჩინოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შარშან დაიწყო და წელს დასრულდა. 3-ჯგუფიანი, 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფატი ხალვაშმა, მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან ზოიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობას გააჩნია შესაბამისი შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.

 ბაღში სააღმზრდელო პროცესი სექტემბერში დაიწყება.

სურათები