საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს პარლემენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილება

13.დეკემბერი.2021

 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  მესამე მოსმენით წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები.

  საკანონმდებლო პაკეტი :

 - ,,სახელმწიფო ბაჟის”;

 -,,სახელმწიფო ქონების”;

 -,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”.

 კანონებში შესატანი ცვლილებების მიზანი აჭარის კონსტიტუციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა.

 საკომიტეტო განხილვის შემდგომ, საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე  მოსმენით ეყრება კენჭი.

სურათები