საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით წარუდგინა

30.ნოემბერი.2021
 საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები მეორე მოსმენით განიხილეს.
 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი - ,,სახელმწიფო ბაჟის”, ,,სახელმწიფო ქონების” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს და აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.
 მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.
სურათები