საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

 აჭარის უმაღლესი საბჭო, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის რეიტინგში  კვლავ პირველ ადგილზეა

28.სექტემბერი.2021

 აჭარის უმაღლესი საბჭო, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის რეიტინგში  ისევ ლიდერობს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, დღეს გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აჭარაში შეფასებულ 6 უწყებას შორის, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი-100 %-იანი  მაჩვენებელი  აჭარის  უმაღლეს საბჭოს აქვს.

 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში IDFI-მ  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 123 საჯარო დაწესებულებაში შეისწავლა და ამ მიზნით განახორციელა უწყებათა ვებ-გვერდების დეტალური მონიტორინგი, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ ექვსეულში მოხვდა.

 ანგარიშის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებს შორის, ერთადერთ უწყებას წარმოადგენს აჭარის უმაღლესი საბჭო, რომელმაც წინა წელთან შედარებით ინფორმაციის გამოქვეყნების მაჩვენებელი 4%-ით გააუმჯობესა და მაქსიმალური შედეგი 100% აჩვენა.

 

 

სურათები