საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ფრიდონ ფუტკარაძემ ასოციაცია ''უზბეკიპაკსანოატის'' წარმომადგენლებს უმასპინძლა

09.აგვისტო.2021

 აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ ასოციაცია "უზბეკიპაკსანოატის" თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლიმჟონ ჟუმაევს უმასპინძლა.

 აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველო-უზბეკეთს შორის მეაბრეშუმეობის დარგში ტრადიციული თანამშრომლობის გააქტიურებასა და განვითარებაზე.

სურათები