საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საპატიო ხულოელის ტრადიციული დაჯილდოება

01.აგვისტო.2021

 ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აჭარის მაღალმთიანეთში ,,შუამთობის” საზეიმო ღონისძიება გადაიდო, თუმცა, აჭარის მთავრობისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტრადიციული საჩუქრები წელსაც გადაეცათ ახალდაქორწინებულებს.

  სახალხო ზეიმის ტრადიციის თანახმად, საპატიო ხულოელის სტატუსი მიენიჭათ სხვადასხვა სფეროს წარმატებულ და დამსახურებულ მოქალაქეებს.

 საპატიო ხულოელები მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაური მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.

სურათები