საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძე საკოლექციო მონეტის წარდგენას დაესწრო

06.ივლისი.2021

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ეროვნულმა ბანკმა, ქვეყნის კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად, საკოლექციო მონეტა წარადგინა.  

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსით შეარჩიეს. საიუბილეო მონეტა გიორგი აფხაზავასა და მაია ძიძიგურის მიერ ერთობლივად მომზადებული დიზაინით, სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა.

 ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

სურათები