საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ფატი ხალვაშმა სოფელ საჩინოში ფერდსამაგრი სამუშაოები მოინახულა

30.ივნისი.2021

 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სოფელ საჩინოში, ამირან დიასამიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე ფერდსამაგრ სამუშაოებს გაეცნენ.

 ფატი ხალვაშის განცხადებით, ფერდობი საფრთხეს უქმნიდა ამირან დიასამიძის სახლს, რის გამოც მოქალაქემ დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. შესაბამისი სამსახურების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ, დაიგეგმა და დაიწყო ფერდსამაგრი ღონისძიებების განხორციელება.

სურათები