საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კომიტეტებში საბიუჯეტო კანონის პროექტის განხილვა გრძელდება

16.ივნისი.2021

უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ  კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. კანონის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ, ამჯერად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა.

სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა, კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების განხილვის პარალელურად, საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილ ტრანსფერებსა და სიახლეებს, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში განხორციელდება.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

სურათები