საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამუშაო შეხვედრა

15.ივნისი.2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა - ეთერ ყამარაულმა და სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ - გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლისა და საქმიანობის ანგარიშის მიმოხილვის შემდეგ, შეხვედრის ორგანიზატორებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი -ირაკლი კბილაშვილი  წარადგინეს.

სურათები