საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა

09.ივნისი.2021

აჭარის უმაღალესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება განიხილეს.

საბჭოს საქმიანობის მიზანია  კომიტეტისთვის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა/შემუშავება და რეკომენდაციების წარდგენა   ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრა დიალოგის  რეჟიმში წარიმართა.

დებულების განხილვას  აჭარის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, სამედიცნო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან.

სურათები