საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძემ და კაროლ ფშივარამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

08.ივნისი.2021

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და კავკასიის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მოქმედი კავკასიის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის საპატიო მოქალაქემ - კაროლ ფშივარამ მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო და ეროვნულ პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ განვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებში რეგიონის  აქტიურ ჩართულობას.

 

სურათები