საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქედაში

22.მაისი.2021

 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა და მას, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - სოზარ სუბარი უძღვებოდა.

 სხდომას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

 აჭარაში ინფრასტრუქტურული, ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, რეგიონის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია, გასვლითი სხდომის მონაწილეებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ გააცნო. სხდომას ესწრებოდნენ აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

სურათები