საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ფრიდონ ფუტკარაძემ ღვაწლმოსილ ექთანს პროფესიული დღე მიულოცა

12.მაისი.2021

 ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ- სოფელ მილისის თემის სამედიცინო პუნქტის ექთანს - ციალა ზაქარიაძეს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, მადლობის სიგელი გადასცეს.

 ,, 25 წელია, რაც ქალბატონი ციალა ერთგულად ემსახურება სოფელს. მაღალპროფესიული პირველადი სამედიცინო დახმარებისა და მოქალაქეთა გადარჩენილი სიცოცხლის გამო, მოსახლეობა ემადლიერება. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა ექთანს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში," - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

სურათები