საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ცოტნე ანანიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

17.აპრილი.2021

 აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას და სოფ.ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ორივე მიმართულებით ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.

  ამ ეტაპზე აქ ხელოვნურ ნაგებობებსა და მიწის ვაკისს აწყობენ. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ჯაბა ფუტკარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

 

სურათები