საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ტიტე აროშიძის შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა

09.აპრილი.2021
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და  უმაღლესი საბჭოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემფრიდონ ფუტკარაძემ შეხვედრა გამართეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ ოთარ კვესიტაძესთან.
  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცირკულარულ ეკონომიკასა და გარემოს დაცვის საკითხებს, ხაზი გაესვა მეცნიერებათა აკადემიის ჩართულობის მნიშვნელობას საკანონმდებლო საქმიანობაში.
  შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
სურათები