საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ფატი ხალვაში სასოფლო გზების სარებილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

08.აპრილი.2021

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი  ფატი ხალვაში ქობულეთის მერთან - მირიან ქათამაძესთან და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველად ჩაქვში - დუმბაძეების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც ამჟამად გზის მოშანდაგებაა დაწყებული. ამავე ეტაპზეა ხუცუბანი, ნაკაიძეების მიმართულებით არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 ფატი ხალვაშის განცხადებით, მოწესრიგებულ გზასა და ინფრასტრუქტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოფლად მცხოვრებთათვის და შესაბამისი პროექტები დღეისათვის არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება.

სურათები