საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ბავშვთა უფლებების ცენტრის” გახსნას დაესწრო

25.მარტი.2021

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით გახსნილი ცენტრის მიზანი ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერება, ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვაა.

პრეზენტაციას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი, ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი, ნორვეგიის ელჩი ჰელენე სანდ ანდერსენი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკა დგებუაძე და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.

სურათები