საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში

18.მარტი.2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს-თინათინ ზოიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონში ტურიზმის სექტორის დატვირთვაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნული სექტორის განვითარებას როგორც ზღვისპირეთში, ისე მაღალმთიან აჭარაში.

სურათები