საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარაში სასწავლო პროცესი განახლდა

01.თებერვალი.2021

 აჭარის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სწავლა განახლდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, სკოლები მომარაგებულია ხელისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებებით, ასევე დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით. ამასთან, სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდება ყოველდღიური მონიტორინგი.

 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო.

სურათები