საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძესა და ლუბუშის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარეს, ქალბატონ ვიოლეტა ჰაზერლაკს შორის ვიდეო შეხვედრა გაიმართა

28.დეკემბერი.2020
 დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და ლუბუშის სავოევოდოს (პოლონეთი) სეიმიკის თავმჯდომარეს, ქალბატონ ვიოლეტა ჰაზერლაკს შორის ვიდეო შეხვედრა გაიმართა.
 ლუბუშის სეიმიკის თავმჯდომარემ დავით გაბაიძეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების დეტალები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სურათები