საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიუროს სხდომა

23.დეკემბერი.2020

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-3 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

  საკითხი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ წარუდგინა.

  ბიურომ ამავე სხდომაზე ცნობად მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - დავით ბაციკაძის მიერ წამოდგენილი ინფორმაცია ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევის შესახებ.

 

სურათები