საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიუროს სხდომა

23.ივლისი.2020

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილები უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის მომზადებულია. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-18 სხდომაზე მიიღეს. კანონის პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

 ბიურომ მხარი დაუჭირა ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

სურათები