საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

მიმოხილვა უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება

27.მაისი.2020

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტმა ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვის ბიუროს სხდომაზე გატანას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა კომიტეტის 27 მაისის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც მოხსენებით ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

  საბიუჯეტო მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა სოფლის მეურნეობის მიმართულებითა და საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ საშეღავათო ღონისძიებებთან, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარის - ვახტანგ წულაძისა და კომიტეტის სხვა წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

 

სურათები