საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიუროს სხდომა

28.აპრილი.2020

 უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ბიუროს რიგით მე-7 სხდომაზე მიიღეს.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში - 29 აპრილის ჩათვლით განიხილავენ.

  ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი.

სურათები