საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

 ალიანსი - 71

04.აპრილი.2020

  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) 71 წლისაა! ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელსაც 1997 წლიდან ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC-Euro-Atlantic Partnership Council) ეწოდა. აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, საქართველო დღემდე აქტიურადაა ჩართული. ამ დღეებში კი, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელეს და საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების პაკეტი შეიმუშავეს.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა

სურათები