საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

რეგიონული სამიტი

01.მარტი.2020

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის მიწვევით, ქვემო სილეზიაში, სამმხრივ რეგიონულ საპარლამენტო შეხვედრას დაესწრნენ.

თანამშრომლობის სამმხრივი, რიგით მეორე სამიტი ბრანდენბურგის ლანდტაგს, ქვემო სილეზიის სეიმიკსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

მომდევნო სამმხრივი შეხვედრა ქ. ბათუმში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება და მას ახალგაზრდა ლიდერებიც დაესწრებიან.

სურათები