საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს

10.თებერვალი.2020

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი წარადგინა.
 კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.
 კომიტეტმა დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

სურათები