საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიუროს სხდომაზე 2 საკითხი განიხილეს

17.იანვარი.2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 17 იანვრის ბიუროს სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს.

პირველ საკითხთან დაკავშირებით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“), მოხსენება ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძემ გააკეთა. ბიუროს გადაწყვეტილებით საკითხს წამყვან საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიაში, ასევე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში 23 იანვრამდე განიხილავენ.

მეორე საკითხი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მოწმობისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ ბიურომ უმაღლესი საბჭოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი ერთხმად დაამტკიცა.

სურათები