საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

მორიგი სამუშაო შეხვედრა გენდერის საკითხებზე

21.ნოემბერი.2019

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, დეპუტატები: ილია ვერძაძე, პეტრე ზამბახიძე, გიორგი ცინცქილაძე, უმაღლესი საბჭოს  აპარატის წარმომადგენლები, სასტუმრო „რედისონში“,  გენდერის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის - IFES-ის მხარდაჭერით გამართული შეხვედრის მონაწილეებმა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, რეგიონში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გენდერულ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.     

 

სურათები