საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

კარიერული მხარდაჭერა ახალგაზრდების განვითარებისთვის

19.ოქტომბერი.2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, განათლების. კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „რედისონში“, ახალგაზრდების კარიერული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

 ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ახალგაზრდები 3-დან 6 თვემდე ვადით აჭარაში ოპერირებად კომპანიებში დასაქმდებიან.

 შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის, უმაღლესი, ასევე პროფესიული სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდების კარიერული მხარდაჭერის მნიშვნელობასა და მსგავს პროგრამებში მათი აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.

სურათები