საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

განდაგანა-2019  

13.ოქტომბერი.2019

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ცოტნე ანანიძე, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი მანველიძე და პეტრე ზამბახიძე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ფესტივალ „განდაგანას“ გახსნას დაესწრნენ.

 დამთვალიერებლებს, 2 დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ  ქალაქიდან გაუსვლელად იხილონ სოფლის ცხოვრება,  დაათვალიერონ და შეიძინონ ნატურალური პროდუქცია.

  სტუმრები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ ფოლკლორს გაეცნობიან. დაესწრებიან ყურძნის წურვას.

 ღონისძიების ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ფესტივალის მიზანი  სოფლად ტურიზმის პოპულარიზაციაა.

სურათები