საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ევროპის რეგიონების კვირეული ბრიუსელში

07.ოქტომბერი.2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება - აჭარის" თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში პეტრე ზამბახიძე ბრიუსელში, ევროპის რეგიონებისა და ქალაქების კვირეულში მონაწილეობენ.
 ევროკომისიის მიერ ორგანიზებული კვირეული 6 ოქტომბერს გაიხსნა და მას სხვადასხვა ქვეყნის 6000- მდე წარმომადგენელი ესწრება.
 კვირეულზე ევროპის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე ევროკომისიის წარმომადგენლები და ექსპერტები ყოველწლიური ანგარიშით წარსდგებიან

სურათები